თამაზ ბორაშვილი: განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა

თამაზ ბორაშვილი: განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა

განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა.

მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში მისი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დამეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობა.

„მოგესალმებით ბატონო კომიტეტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო.

პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვმსახურობ და ამ წლების განმავლობაში ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დამეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობა.

განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამ გამოცდილებაში ერთი რამ განსაკუთრებით ნათლად დავინახე უსაფრთხოება არ არის ერთხელ მიღწეული მოცემულობა; მას დაცვა ჭირდება, მუდმივი შრომა, სიფხიზლე, ძლიერი ინსტიტუციები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ასრულებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დამტკიცების შემთხვევაში, არ დავიშურებ ძალისხმევას, რათა გავამართლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თითოეული თქვენგანის ნდობა და უკვე ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციიდან, საკუთარი წვლილი შევიტანო ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების საქმეში“, - აღნიშნა ბორაშვილმა.