თამაზ ბორაშვილი: მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას

თამაზ ბორაშვილი: მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.

მისივე თქმით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას.

„ამასთან, უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოვლენისკენ, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნების ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად და იქცეს ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით, ხელისუფლებაზე ზეწოლის ეფექტურ მექანიზმად.

მსოფლიოში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და იმ ინფორმაციული სისტემების დაცვა, რომელთა გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის.

შესაბამისად, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის განვითარება და ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

დღეისათვის სამსახური უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადებული პირადი შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს.

საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება მსოფლიოსთვის კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. გლობალური კონტრტერორისტული ძალისხმევის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაციები პოზიციებისა და რესურსების აღდგენას აქტიურად ცდილობენ.

ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან კონტრტერორისტული მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობებს ადგილი არ ჰქონია. ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურირებული ტერორისტული ჯგუფი, ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირებულია, ხოლო საქართველოში ტერორისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა ძალიან მცირეა.

მიუხედავად ამისა, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტი იქნება კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება და ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება.

ყურადღება დაეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების მუდმივ მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის ინსტრუმენტების დახვეწას“, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.