ალექსანდრე დარახველიძე: კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური

ალექსანდრე დარახველიძე: კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური

კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური, - ასე აფასებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრი დეპუტატის ვიკა ფილფანის ცრუ სტატისტიკას.

„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა.

სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 1804 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად ამ 1804-ში 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული“, - აღნიშნა დარახველიძემ.

გიორგი გახარიას პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას დანაშაულებზე ინფორმაცია მანიპულაციური და არასამართლებრივი ფორმულირებით მიაწოდა.