პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილის კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.​

აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილმა მაია ბითაძე შეცვალა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.