საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის როლზე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ზაქარაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.