პრემიერი: არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს

არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია.

„ამას ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ალიანსი შეიქმნებოდა. არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ამის შედეგად გადასული არიან ერთმანეთის ლანძღვაზე, ერთმანეთის კრიტიკაზე, ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.