მარინ ლე პენი: ევროკავშირის გულგრილობა და მედიის დუმილი პოლონეთის კრიზისის ფონზე კანონიერ კითხვებს აჩენს - შეუძლებელია პრეტენზია გქონდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე და დუმდე მაშინ, როდესაც წევრი სახელმწიფოს საკონსტიტუციო ბალანსი სერიოზული საფრთხის წინაშეა

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა პოლონეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მძიმე ვითარება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მისი თქმით, სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების სადავო შეჩერება და ამ ინსტიტუტის გარშემო უსაფრთხოების ძალების ჩარევა ძალისმიერი მეთოდებით საკონსტიტუციო ორგანოს ხელში ჩაგდებას ჰგავს.

ლე პენმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირისა და მედიის პოზიცია და აღნიშნა, რომ დაუშვებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე საუბარი იმ დროს, როდესაც წევრი სახელმწიფოს საკონსტიტუციო ბალანსი სერიოზული საფრთხის წინაშეა, ხოლო პასუხი დუმილია.

„ევროკავშირის გულგრილობა და მედიის დუმილი პოლონეთის კრიზისის ფონზე კანონიერ კითხვებს აჩენს. შეუძლებელია პრეტენზია გქონდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე და დუმდე მაშინ, როდესაც წევრი სახელმწიფოს საკონსტიტუციო ბალანსი სერიოზული საფრთხის წინაშეა. კანონის უზენაესობას ვერ აღვადგენთ იმის განცდის შექმნით, რომ თავადვე ვთავისუფლდებით იმ წესებისგან, რომლებზეც ის არის დამყარებული. ევროკავშირის შიგნით მსგავსი ძალისმიერი ქმედებების გახშირება სერიოზულ კითხვებს აჩენს“, - დასძინა მან.