ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

„გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სერიოზულად ვიზრუნეთ საქართველოში, რამაც თავისი შედეგები გამოიღო. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, რომ ნებისმიერი უცხოური პოლიტიკური გავლენა წარიმართოს გამჭვირვალედ“, - განაცხადა პრემიერმა.