მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.