ირაკლი კობახიძე „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინარზე: ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
„ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმა.