ირაკლი ზარქუა – ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან, არაფერი, ასეც დაიშალნენ

ირაკლი ზარქუა – ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან, არაფერი, ასეც დაიშალნენ

რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ნათელი იყო, რომ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც.

„ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ეს აჯაფსანდალი რაც შექმნეს, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, თითქოს ეს იყო ერთობა და ერთიანი პლატფორმა, რადგან უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ და მათი პატრონებისთვის ეთქვათ, რომ ეს გამარჯვების პლატფორმაა. მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა სამი-ოთხი შექმნა. ერთმა არ გაამართლა, მეორემ, მესამემ და აკეთებს და აკეთებს პლატფორმებს. ლიდერი ვარო, სადაქალოსთან ერთად შაბათ-კვირას რესტორანში რომ მიდიან, რუსთაველზე ჩამოიშხუილებენ და ინტერვიუს მისცემენ. ხაზს უსვამს, ლიდერი მე ვარო. პატრონებს ეუბნებიან, აქ ვართ, ჩვენ კი არ დავშლილვართ და დაგვაფინანსეთო. რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა. რვა, ცხრა თუ ათ კაციანი პარტიები, რომ აქვთ. რა უნდა გამოვიდეს, არაფერი, ერთმანეთს ატყუებენ. ჩვენთვის დღესავით ნათელი იყო, რომ ამ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც“, – განაცხადა ზარქუამ.