შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში

მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.

მისი თქმით, იმის გამო, რომ გახარიას პარტია კონსტიტუციური ჩარჩოდან ამოვარდნილია ის ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდა.

„ის, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას კამპანიაც კი იყო „4,5, 9, 25“, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირაც ამბობდა ისე, როგორც სხვები, მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა ვინაიდან საერთო ჯამში მისცემდნენ ერთ მიზანს ხმა.

მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში. იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა მანდატები შეუწყდათ კიდეც იმიტომ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს. მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო შემოვიდნენ პარლამენტში. მიუხედავად ამისა, მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი არ შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.