შალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი

შალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი

როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის, რომ გერმანიაში მმართველმა პარტიამ საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა პოლიტიკური კრიზისია გერმანიაში შექმნილი.

„ბოლო შედეგები, რაც ვიცი, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გერმანიის ხელისუფლებისადმი. როცა მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ლახავს, ეს თავისთავად უკვე აჩვენებს, თუ რამხელა პოლიტიკური კრიზისია გერმანიაში შექმნილი.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთავარი ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას. როგორ გამოვა ის ამ სიტუაციიდან და ამ მძიმე პოლიტიკური და ნდობის კრიზისიდან, ეს მათ ხელშია. არ მინდა, დავემსგავსო ზოგიერთ გერმანელ პოლიტიკოსს და ჩავერიო გერმანიის შიდა საქმეებში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ანარეკლს. როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის. ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.