ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო სტადიონებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოები ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ორ ლოკაციაზე, ქალაქ ბოლნისში, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფელ ჭაპალაში. პროექტის ფარგლებში, სტადიონები შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ტრიბუნები და მოსასვენებელი სკამები. სპორტული ინფრასტრუქტურის გარდა, მოსახლეობისთვის, ასევე, მოეწყო რეკრეაციული და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 708 987 ლარს შეადგენს.
მერთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გიორგი გასვიანმა და სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, გიორგი სიკინჭალაშვილმა, დაათვალიერეს.
ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.