ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს.

მსახიობები ევა ხუტუნაშვილი და რამაზ იოსელიანი მაყურებლის წინაშე, რეჟისორ გიორგი თავაძის სპექტაკლით „ჰელვერის ღამე“ წარდგნენ. სპექტკლის მხატვარი ვეკო ყიფიანია.

ბრაზილიის ერთ-ერთი ავტორიტეტული საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმად იქცა, 10-მდე ქვეყნის თეატრალურ დასს მასპინძლობს. ფესტივალი ერთ სივრცეში აერთიანებს ევროპულ, აფრიკულ და სამხრეთამერიკულ თეატრალურ ტრადიციებს.