დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე: საქართველოსთან მიმართებაში იყო საინტერესო კითხვები დასმული საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიმართ არსებული გამოწვევების შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ადეკვატური, დასაბუთებული პასუხები იყო გაცემული

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება, მედიასთან ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოსთან მიმართებაში იყო საინტერესო კითხვები დასმული საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიმართ არსებული გამოწვევების შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ადეკვატური, დასაბუთებული პასუხები იყო გაცემული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს სწორ პოზიციას იმ მოცემულობაში, სადაც ორმაგი სტანდარტის პირობებში არის მუდმივი მცდელობა ევრობიუროკრატიის მხრიდან, იყოს ზეწოლა საქართველოზე და ქართულ ხელისუფლებაზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება.