ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
28-29 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიურ შეხვედრაში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელობასთან. ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მმართველთა საბჭოს სხდომაში, ასევე, სიტყვით გამოვა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.
წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი).