რატი იონათამიშვილი აშშ-ის მიერ FARA-ს კანონის გამკაცრებაზე: „გამჭვირვალობის კანონზე“ საქართველოს ბევრი უსამართლოდ აკრიტიკებდა მაგრამ დღეს საქართველო სამაგალითო ქვეყანა აღმოჩნდა ყველა იმ ხელისუფლებისთვის, ვისთვისაც საკუთარი დემოკრატიის და სუვერენიტეტის დაცვა გარე ჩარევებისგან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია
„გამჭვირვალობის კანონზე“ საქართველოს ბევრი უსამართლოდ აკრიტიკებდა მაგრამ დღეს საქართველო სამაგალითო ქვეყანა აღმოჩნდა ყველა იმ ხელისუფლებისთვის, ვისთვისაც საკუთარი დემოკრატიის და სუვერენიტეტის დაცვა გარე ჩარევებისგან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონმა“ გამოავლინა ყველა ის აგენტი, რომელიც უცხო ძალების გავლენებით ცდილობდა საქართველოს განადგურებას.
„ამ კანონმა საქართველოში არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტი დაიცვა, არამედ გამოავლინა ყველა ის უცხო ძალის აგენტი, რომელიც თავისი ბატონების ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობდა ჩვენი ქვეყნის განადგურებას და მსოფლიო რუკიდან წაშლას. ის ფაქტი, რომ ეს აგენტურული ჯგუფები დღეს წინააღმდეგ გამოდიან ამ ყველაფრის, უკვე არა მარტო საქართველოს უპირისპირდებიან, ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეული მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში იყოს ინფორმირებული და მან ყოველთვის სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატები უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) არეალს ზრდის. ახალი რეგულაციებით, ვიზა გაუუქმდება ყველა უცხოელს, რომლის საქმიანობაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნები იზრდება სოციალურ ქსელებშიც - კერძოდ, ის შეეხება იმ ინფლუენსერებს, რომლებიც უცხოური მთავრობების ან სუბიექტების ინტერესებით მოქმედებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველას მოუწოდა, დაემორჩილონ კანონის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა.