მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველების მიერ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.