პრემიერი ჯო უილსონზე: უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად, საქართველოსთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს; კონკრეტულად რა იდგა ამის უკან, დაადგენს შესაბამისი ამერიკული გამოძიება
ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად, საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ჯო უილსონის კორუფციულ სკანდალში გახვევას ეხებოდა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად, საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. კონკრეტულად რა იდგა ამის უკან, ამას დაადგენს შესაბამისი ამერიკული გამოძიება. ჩვენ ასევე ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკოსების მოხსენიება ლობისტურ კონტრაქტებში და ეს არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენთვის ეს არის კორუფციული პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



