დონალდ ტრამპი: ირანს შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება მალე სურს. ეს შესაძლოა მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანს ამერიკასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს.
ტრამპის განცხადებით, ამის ფონზე ნავთობის ფასმა მკვეთრი შემცირება დაიწყო. თეთრი სახლის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ირანთან შეთანხმება შედგება.
„ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ერთი ბარელის ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის მიზეზია ის, რომ ხალხს მიაჩნია, ირანთან ომი აღარ იქნება. ირანს შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება მალე სურს. ეს შესაძლოა მოხდეს!“, - დაწერა ტრამპმა.



