კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინაში კიდევ ბევრი შენობაა, სადაც სამხედროები ჰყავთ დაკავებული

კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინაში კიდევ ბევრი შენობაა, სადაც სამხედროები ჰყავთ დაკავებული

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ბევრი კერძო სახლია, სადაც უკრაინელი სამხედროები ჰყავთ დაკავებული.

აღნიშნული განცხადება ბუდანოვმა კიევის ოლქში სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში ჩასვლის შემდეგ გააკეთა, როცა ერთ-ერთი სახლი დაათვალიერა, სადაც, გავრცელებული ცნობით, ჯარისკაცები ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ.

„რატომ გვაქვს ასეთი შენობები? რა ხდება? რატომ გვაქვს სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვების ფაქტები? რატომ გვაქვს სხვა პრობლემები?“ - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, შექმნილია სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც მომხდარს შეისწავლის.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.