აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო
აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს.
საარჩევნო უბნები ქვეყნის სხვადასხვა შტატში გაიხსნა, ამომრჩევლები კი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, სენატის ნაწილსა და შტატების გუბერნატორებს ირჩევენ.
პირველი საარჩევნო უბნები ვერმონტის შტატში ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე გაიხსნა. დილის 6 საათიდან კენჭისყრა კონექტიკუტის, ინდიანის, კენტუკის, ლუიზიანის, მეინის, მისურის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და ვირჯინიის შტატებშიც დაიწყო.
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით საღამოს 6-დან 9 საათამდე დაიხურება, ხმების დათვლა კი კენჭისყრის დასრულებისთანავე დაიწყება.
წინასწარი ხმის მიცემით 47 შტატსა და ვაშინგტონში 57 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე ისარგებლა. არჩევნების ძირითად დღეს კი მილიონობით ამერიკელი საარჩევნო უბნებზე მისცემს ხმას.
აღსანიშნავია, რომ მთავარი ბრძოლა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლისთვის მიმდინარეობს. „რესპუბლიკელები“ უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობენ, „დემოკრატები“ კი მის მოპოვებას. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარი საკანონმდებლო დღის წესრიგის განხორციელებას.



