გამწვანების კამპანიას ,,ჩემი პირველი ნერგი” დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე გამწვანების კამპანიას ,,ჩემი პირველი ნერგი” დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ.
პროექტის ფარგლებში, 232-მა პირველკლასელმა, მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დარგო.



