საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30-ე და ტაძრის კურთხევიდან მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30-ე და ტაძრის კურთხევიდან მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30-ე და ტაძრის კურთხევიდან მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად წირვას ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30-ე წლისთავი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700-ე წელს შესრულდა.