მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს

მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კარაპეტიანს ბრალად ფულის გათეთრება და ქონების გაფლანგვა ედება. საქმის მასალების მიხედვით, კარაპეტიანი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე „სომხეთის ელექტროქსელების“ ხელმძღვანელი იყო, კომპანიას დიდი მატერიალური ზარალია მიაყენა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კარაპეტიანის მიერ მიყენებული ზარალი 64 მილიარდ დრამზე მეტია.