CBS News: ტრამპმა აღიარა, რომ „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ირანთან ომი იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ირანთან ომი გახდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ამის ერთ-ერთი მიზეზი ირანი იყო“, თუმცა, მისივე თქმით, „ამავდროულად, ხალხს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც მე გავაკეთე“.
The Wall Street Journal-თან ცალკე ინტერვიუში პრეზიდენტმა იგივე პოზიცია გაიმეორა და დასძინა, რომ თეირანთან ომის დაწყებას არ ნანობს.
„ამაზე არ ვფიქრობ. სწორად მოვიქეცი. ამას კვლავ გავაკეთებდი“, - განუცხადა მან გამოცემას.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტია უმრავლესობას კარგავს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. ტრამპის პარტია გუბერნატორების არჩევნებსაც აგებს.



