ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას „ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას "ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა. ინიციატივის ფარგლებში 566 პირველკლასელმა სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.
პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.



