სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა
ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან, ერჟან სადენოვთან
შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ოფიციალურ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი
პირები.



