გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 10 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 10 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 154 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირებისმიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 880 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონომოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 386 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტისდარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

2026 წლის 10 თვეში დალუქულია 56 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 303 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში- 225, კახეთში - 203, იმერეთში - 177, სამცხე-ჯავახეთში - 101, გურიაში - 66, ქვემო ქართლში - 60, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 51, მცხეთა-მთიანეთში - 38, შიდა ქართლში კი - 35.

7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 10 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონოტრანსპორტირების 1 ფაქტი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტისეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდებასამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.