თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ზოგადად, მძიმე მდგომარეობაში არიან, თვითონ პარტიის შიგნით ვერ გარკვეულან რას აკეთებენ
ზოგადად, მძიმე მდგომარეობაში არიან, თვითონ პარტიის შიგნით ვერ გარკვეულან რას აკეთებენ, - განუცხადა „ქრონიკას“ „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
კერძოდ, საუბარია ერთი მხრივ ანა წითლიძის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ალიანსიდან გარიცხეს, მეორე მხრივ კი ამავე პარტიის წევრმა ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ ალიანსში თავიანთი თავი ნაწილობრივ ამოწურეს. ამასთან, კიდევ ერთი წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ პარტია ალიანსის აქტივობებში ისედაც არ მონაწილეობდა და ვერ გარიცხავდნენ.
„ვინ არის ფარულავა, არც ვიცი ვინ არის ფარულავა. არაფერ შუაში არ ვარ მიშა სააკაშვილის ჩაფეხვილ პარტიაში რატომ ვერ ეკონტაქტებიან და აგებინებენ ერთმანეთს მისი პარტიის წევრები მარტივ ინფორმაციას.
ზოგადად, მძიმე მდგომარეობაში არიან. თვითონ პარტიის შიგნით ვერ გარკვეულან რას აკეთებენ“, - დასძინა თამარ ჩერგოლეიშვილმა.



