დონალდ ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას პირველად სურთ შეთანხმების მიღწევა
მე ვფიქრობ, რომ რუსეთს და უკრაინას შეთანხმების მიღწევა პირველად სურთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს.
„როგორც ჩანს, რუსეთსა და უკრაინას პირველად სურთ შეთანხმების მიღწევა. ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ. დღეს სატელეფონო საუბრები მქონდა. ხვალაც ვისაუბრებ. ჩვენ გვექნება შეხვედრები ორშაბათს და სამშაბათს. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეთანხმება იქნება. ვფიქრობ, ის მთელ ევროპას მოიცავს. ეს ძალიან მასშტაბური შეთანხმება იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.



