ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარების საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. მან აღნიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ძალისხმევას, რათა მომავალში ორმხრივ ურთიერთობებს დამატებითი იმპულსი მიეცეს.

საუბრისას თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა უნდა დასრულდეს და არსებული საკითხები დიპლომატიური გზით გადაწყდეს. ერდოღანის თქმით, თურქეთი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დაიშურებს.

გარდა ამისა, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად გააქტიურებული დიპლომატიური ნაბიჯები დადებით შედეგს გამოიღებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა განაგრძობს ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანას და ხაზი გაუსვა როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობას.