მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ამ დონის ვიზიტი რეგიონში, რაც ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩინეთისთვის ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებსა და ბიზნესწრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ბიზნესწრეებთან შეხვედრა, ბიზნესფორუმი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე რეგიონისთვის“, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.