ირმა ზავრადაშვილი ჩეხეთში ვიზიტზე: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან - ველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს
ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და არამარტო ევროკავშირის ქვეყნებთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილმა, რომელიც ჩეხეთში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, შეხვედრებზე ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრებენ.
„დღევანდელი შეხვედრის პირობებში, ვილაპარაკებთ ჩვენს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე - რას ვაპირებთ ევროკავშირთან მიმართებაში, როგორ ვაპირებთ ჩვენს განვითარებას და ადაპტირებას ევროპის დიდ ოჯახში.
ველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგი თავის დადებით შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.



