ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესთან დაკავშირებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა კომენტარი.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, სასამართლო პროცესი ობიექტურად მიმდინარეობს.

„მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს. ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება.