სოზარ სუბარი ჩეხეთში ვიზიტზე: საინტერესო ქვეყანაა იმიტომ, რომ ბოლო ერთი წელია, შარშან შემოდგომიდან ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე აქვს გაკეთებული
საინტერესო ქვეყანაა იმიტომ, რომ ბოლო ერთი წელია, შარშან შემოდგომიდან ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე აქვს გაკეთებული, - განუცხადა ჩეხეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, ჩეხეთი ევროკავშირის წევრია უკვე 20 წელიწადზე მეტია, თუმცა ცდილობს, რომ სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი.
„საინტერესო ქვეყანაა იმიტომ, რომ ბოლო ერთი წელია, შარშან შემოდგომიდან ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე აქვს გაკეთებული.
ჩეხეთი ევროკავშირის წევრია უკვე 20 წელიწადზე მეტია, თუმცა ცდილობს, რომ სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი. ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ მთავრობასთან და იმ პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან საინტერესოა ამ გამოცდილების გაზიარება.
მეორე, ჩეხეთი, როგორც ქვეყანა, საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციები აქვს გაკეთებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში“, - აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.



