ბექა ვაჭარაძე: ფოთელი ახალგაზრდების წარმატება მთელი ქალაქისთვის საამაყოა, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და მნიშვნელოვანი მიღწევაა
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, ლუკა გადელიასა და გვანცა ქარჩავას შეხვდა და მიღწეული შედეგები მიულოცა.
ლუკა გადელია 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! ლუკა პირველი ფოთელი ძიუდოისტია, რომელმაც ამ დონის საერთაშორისო შეჯიბრებაზე მედლის მოპოვება შეძლო.
გვანცა ქარჩავამ სენეგალში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე უშუ-ტაოლოს ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა. მას ბრინჯაოს მედლამდე სულ 0,339 ქულა დააკლდა. გვანცა პირველი ფოთელი სპორტსმენია, რომელმაც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
„ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით. ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ძიუდოსა და უშუში ფოთის ისტორიაში პირველად მიაღწიეს ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შედეგებს. ეს წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება. ვულოცავ ლუკასა და გვანცას ამ ღირსეულ შედეგებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ მწვრთნელებს გაწეული შრომის და მონდომებისთვის.
მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება ელოდებათ.
ფოთელი ახალგაზრდების წარმატება მთელი ქალაქისთვის საამაყოა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.



