ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განუცხადა ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართველ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, ბევრი თემაა განსახილველი.

„მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. წელს საკმაოდ მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ ჩინეთთან ურთიერთობებში. ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, თუმცა ჩვენ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს, მათ შორის, შუა დერეფანთან დაკავშირებით. მათ შორის, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, გვექნება საუბარი უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან ერთვის ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტისა, რომელიც გუშინ დასრულდა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში“, - აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, ჩინეთის დედაქალაქში იმყოფებიან. ხვალიდან შეხვედრები დაიწყება.