დავით მათიკაშვილი: ჩვენგან მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, თურმე არავის ჰქონდა უფლება რუსეთთან საუბრის დაწყების და თვითონ როგორც კი დასჭირდათ და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ომის განმავლობაში მილიარდობით ევროს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთან
ჩვენგან მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, თურმე არავის ჰქონდა უფლება რუსეთთან საუბრის დაწყების და თვითონ როგორც კი დასჭირდათ და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ომის განმავლობაში მილიარდობით ევროს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც თვალსაჩინოდ არის წარმოჩინებული ევროკავშირის ქვეყნებიდან.
„ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც თვალსაჩინოდ არის ევროკავშირის ქვეყნებიდან და ევრო ბიუროკრატიიდან წარმოჩინებული ჩვენთვის, რაც ევრო სკეპტიციზმის გაღრმავების ერთ-ერთი უპირველესი საფუძველია ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.



