გიორგი გაბუნია: ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან არის მცდელობა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირსპირება მოხდეს - ეს დაუშვებელია

გიორგი გაბუნია: ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან არის მცდელობა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირსპირება მოხდეს - ეს დაუშვებელია

გიორგი გაბუნიამ მიტროპოლიტი იობის ქადაგება მედიასთან შეაფასა.

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ არის მცდელობები, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება მოხდეს.

„მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი. არის მცდელობები, ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირსპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და არც არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მიტროპოლიტმა იობმა ეკლესიაში მრევლისადმი მიმართვის დიდი ნაწილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო.