ნანუკა ჟორჟოლიანი: IRI-ის კვლევა ჩატარდა, რომელშიც „ფედერალისტები“ ციფრადაც კი არ ამოვარდნილან. არ შეიძლება პარტია ქმნიდეს დღის წესრიგს, რომლის რეიტინგიც კი არ ვიცით
ნანუკა ჟორჟოლიანმა ნიკო მანაგაძის „მედიაზონაში“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაზე ისაუბრა. ის ხაზს უსვამს, რომ კვლევაში პარტია „ფედერალისტები“ „ციფრადაც კი არ ამოვარდნილან“ და მისი აზრით, პარტიას, რომლის რეიტინგი და მხარდამჭერთა ზუსტი რაოდენობაც კი უცნობია, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიდეს.
„ალიანსში ძალიან მნიშვნელოვანი არის დღის წესრიგს ვინ ქმნის. როდესაც პარტიის ლიდერი ქმნის დღის წესრიგს, რომელიც არც კი დათვლილა... დათვლა გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ კვლევა ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კვლევა ჩატარდა IRI-ის და კვლევაში საერთოდ არ ამოვარდა ეს პარტია, როგორც ციფრად. ვერ დაინახა კვლევამ ციფრად. ფედერალისტებს ვგულისხმობ იმიტომ, რომ IRI-ის კვლევაში არის კოალიცია, არის ხუთიანი, არის ცხრიანი, არის გახარია, მაგრამ „ფედერალისტები“ ციფრადაც კი არ ამოვარდნილან. არ შეიძლება პარტია ქმნიდეს დღის წესრიგს, რომელი პარტიის რეიტინგიც კი არ ვიცით, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს, ისიც კი არ ვიცით“,-აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანმა ასევე, მოქალაქეების მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის დამოკიდებულება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სირცხვილია მსგავსი მიდგომა.
„რამდენჯერ შეიძლება მიხვიდე იმ ადამიანთან, რომელიც მუდმივად გცემს და გაგინებს და პოლიტიკაში ასე ჰქვია იმ ეპითეტებს, რომელსაც იყენებს ხოლმე ლიდერების მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილი. მე მაგალითად კადრები ვნახე ძალიან სასიამოვნო ქალბატონების, მესმის, რომ შეიძლება მათი მცდელობაც გადაჭარბებულია ამ სურათებით სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთ დგანან წლებია უკვე, მიშას ბანერებით, ეს ადამიანები კვირაობით რომ რუსთაველზე აქციას ატარებენ, არის სადღაც 6-7 ადამიანი. და იქ რეპლიკა გაკეთებული თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, - ეს ჩემი მანქანაა და აქ ნუ დგახართ. ძალიან სირცხვილია იმიტომ, რომ მე ეს მიჩენს განცდას, რომ ვაი და ასეთი პოლიტიკოსი მოვიდეს ხელისუფლებაში, შეიძლება მითხრას, რომ ეს ჩემი ქვეყანაა და აქ ნუ დგახარ, იმიტომ რომ არ მომწონს ახლა შენ, რასაც ტირაჟირებ. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.



