ირაკლი ქადაგიშვილი: ჭეძიანგის პროვინცია მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილია ჩინეთში, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს პროვინცია და ქალაქი დაუმეგობრდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონსა და ქალაქს

ირაკლი ქადაგიშვილი: ჭეძიანგის პროვინცია მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილია ჩინეთში, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს პროვინცია და ქალაქი დაუმეგობრდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონსა და ქალაქს

ჭეძიანგის ​პროვინცია არის მოწინავე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ჩინეთში, არა მარტო კულტურული, არამედ, პირველ რიგში, ეკონომიკური თანამშრომლობა ამ პროვინციასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციაში ვიზიტისას განაცხადა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჭეძიანგის პროვინციის ხელმძღვანელობასთან. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროვინცია არის ისტორიული და ტრადიციული ღირებულებების და ჩინეთის ისტორიის ერთ-ერთი აკვანი არის ამ პროვინციიდან წამოსული. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ის არის, რომ ეს პროვინცია არის მოწინავე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ჩინეთში. ამიტომ, რა თქმა უნდა, არა მარტო კულტურული, არამედ პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობა ამ პროვინციასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროვინციის დედაქალაქი, სადაც საქართველოს დელეგაცია ახლა იმყოფება, არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი პორტი და ინდუსტრიული ცენტრი.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების საამქრო შეიძლება, ითქვას, არის აქ. აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარება ამ პროვინციასთან. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს პროვინცია და ეს ქალაქი დაუმეგობრდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონსა და ქალაქს. მონაზახი გვაქვს ამასთან დაკავშირებით უკვე და ვიწყებთ ამის გარშემო მუშაობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.