ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა

მოსკოვის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დუბლინში ჩავიდნენ და კრემლში გამართული შეხვედრის დეტალები უკრაინის პრეზიდენტს გააცნეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვში გამართული ბოლო შეხვედრა ომის დასრულების იმედს იძლევა, რადგან მოლაპარაკებების თითოეული რაუნდი პრობლემის გადაჭრის გზებს აახლოებს. ამასთან, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა მას გარანტიები მისცეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპელებიც იქნებიან ჩართულები.

შემდეგი სამმხრივი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.