შალვა პაპუაშვილი ესპანეთის პრემიერის განცხადებაზე: სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი, მათ შორის ევროკავშირში. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის
სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი, მათ შორის ევროკავშირში. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის. ვხედავთ, რომ ეს არის მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის მოსახლეობის, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და ქვეყანა არ დაუშვებს, რომ ის, რომელიმე ულტრამემარჯვენე ძალების უკანა ეზოდ იქცეს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ ხელისუფლებების რეიტინგი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს არ იცავენ, 20%-ზე დაბალია.
„საქართველოს ასეთ განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურთ იყვნენ მართლაც ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც ერთი ცენტრიდან იმართება სხვადასხვა სახელმწიფოები.
სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი, მათ შორის ევროკავშირში. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის. ვხედავთ, რომ ეს არის მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის მოსახლეობის. ის ხელისუფლებები, რომლებიც ამ მოთხოვნას არ მიჰყვებიან, ვხედავთ, რომ მათ აღარ აქვთ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა. ვხედავთ, რომ გერმანიაში, საფრანგეთში ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა 20%-ზე ქვემოთ არის. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ხელისუფლებები აღარ გამოხატავენ საკუთარი ხალხის ნებას, მათ შორის ამ საკითხში, რომ იმოქმედონ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



