საბა ლაზიშვილის მამა: არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ. რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება. დღეს გარეთ იქნებიან საბა და მერაბი
არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ. რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო კომენტარისას საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა.
„მთავრობა ჩარეულია პრემიერის დონეზე. მთავრობიდან დამიკავშირდნენ. ოჯახი ნერვიულობს, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში ხდება. არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ, რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება. 50-50 ათასი აქვთ ჯარიმა საბას და მერაბს, 6 თვე მიუსაჯეს პატიმრობა უსმანს და 300 ათასი ჯარიმა. დღეს გარეთ იქნებიან [საბა და მერაბი]. გზაში არიან, რომ ფული გადაუხადონ და გამოუშვებენ“, -აღნიშნა საბა ლაზიშვილის მამამ.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.. ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილის დასახმარებლად საბა ლაზიშვილიც ჩაერთო.



