იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო

იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო

იაპონიაში ტაიფუნ „დაუჯუნის“ გამო ევაკუაციის რეკომენდაცია თითქმის 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 6 პრეფექტურაში - იბარაკიში, ტიბაში, ტოკიოში, კანაგავაში, შიძუოკასა და საიტამაში​ ევაკუაციის რეკომენდაცია 1 908 645 ადამიანს მიეცა. ევაკუაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.

კვლავ გაუქმებულია ასობით ავიარეისი. ასევე გაუქმდა კონცერტები და შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა.