ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერსა და ბიზნესმენს სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა კარაპეტიანი გუშინ დააკავეს. მის და კიდევ 35 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქმეზე, რომელიც კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენებას, მინდობილი ქონების მითვისებასა და ფულის გათეთრებას ეხება.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კომპანიისთვის მიყენებული ზარალის საერთო ოდენობა 64 მილიარდ 585 მილიონ დრამს აღემატება.



