დუდუ დადიანის მემორიალი რუსთავში 20 სექტემბერს გაიმართება

დუდუ დადიანის მემორიალი რუსთავში 20 სექტემბერს გაიმართება

2026-2027 წლების საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით გაიხსნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 20 სექტემბერს, რუსთავის სპორტის სასახლეში აიღებს. დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რეკორდულად მცირე – 4 გუნდი მიიღებს: „რუსთავი“, კსუ, „თელავი“ და „ახალციხე“.

გათამაშების ფორმატი მარტივია. წილისყრის შედეგად გუნდები ნახევარფინალებში დაწყვილდნენ: თსუ vs კსუ და ახალციხე vs თელავი.

ნახევარფინალი

20 სექტემბერი

ახალციხე vs თელავი 13:00
რუსთავი – კსუ 16:30

ფინალს რუსთავის სპორტის სასახლე 22 სექტემბერს, 19:00 საათზე უმასპინძლებს. პირველად, ტურნირის ისტორიაში, გაიმართება მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელიც ფინალამდე, 16:30 საათზე ჩატარდება.

დუდუ დადიანის მემორიალის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულია ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელიც გასული სეზონიდან „თელავის“ სახელით ასპარეზობს.