ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია და შემდეგი შეხვედრა 21 სექტემბერს დანიშნა

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია და შემდეგი შეხვედრა 21 სექტემბერს დანიშნა

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა კვლავ ვერ მიაღწია შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო ევროკავშირის სანქციების გაგრძელებაზე და შემდეგი შეხვედრა 21 სექტემბერს დანიშნა.

სანქციების ვადა 22 სექტემბერს შუაღამისას იწურება.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმი მოიცავს თითქმის 3 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე.

14 სექტემბერს ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი შვიდი დღით გაახანგრძლივა, რადგან სლოვაკეთი და საფრანგეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვენ ორი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სიიდან ამოღებას.